X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

თელავში მშენებარე სპორტულ კომპლექსთან მისასვლელი ახალი გზა იგება

16 აგვისტო 2017

რეგიონულ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თელავში მშენებარე მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსთან მისასვლელ ახალი გზას აკეთებს. ამ დროისთვის ობიექტზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გაკეთდება საავტომობილო და საფეხმავლო ხიდი, ასევე მოეწყობა პარკინგი და სკვერი. სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარია გამოყოფილი. 
დაწყებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და შიდა გზებზე არსებული ვითარებას გაეცნო. მინისტრი საქართველოს მასშტაბით პროექტების მონიტორინგს განაგრძობს და სამუშაოების მიმდინარეობის პროცეს ყველა რეგიონში ეცნობა. 
თელავში, პარალელურად რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო გზების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება, რაც გზებზე ასფალტ-ბეტონის დაგებას, ტროტუარების და სანიაღვრეების მოწყობას ითვალისწინებს.